ედენ აზარის თამაშს რობერტო მანჩინიც აკვირდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "ლილსა" და "ვალანსიენს" შორის საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩს პირადად დაესწრო, რათა ფლეიმეიქერ ედენ აზარის თამაშს დაკვირვებოდა.

ამ შეხვედრაში ბელგიელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. "ლილმა" მეტოქე 4:0 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ "ლილის" წინა შეხვედრას, რომელიც "ლიონთან" ანგარიშით 1:2 მარცხით დასრულდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ესწრებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული