"ჩვენ დამწუხრებულნი ვიყავით ტევესის საქციელით, თუმცა მან კლუბისა და ფეხბურთელების წინაშე ბოდიში მოიხადა.
"მანჩესტერ სიტიში" მომუშავე ყველა ადამიანმა მისი სიტყვები მიიღო. ვფიქრობ, ახლო მომავალში მას მოედანზე ვიხილავთ. არ შეიძლება მსგავსი ფეხბურთელის იგნორირება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში აგუერო, ბალოტელი და ჯეკო გვყავს", - თქვა ბერიმ.
შეგახსენებთ, რომ ადრე "სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ტევესმა შესაძლოა ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში მიიღოს მონაწილეობაო.
მომზადებულია