კარლოს ტევესი ახლო მომავალში "მანჩესტერ სიტის" მთავარ გუნდს დაუბრუნდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა გარეტ ბერმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში შესაძლოა კარლოს ტევესი მთავარ გუნდს დაუბრუნდეს.

"ჩვენ დამწუხრებულნი ვიყავით ტევესის საქციელით, თუმცა მან კლუბისა და ფეხბურთელების წინაშე ბოდიში მოიხადა.

"მანჩესტერ სიტიში" მომუშავე ყველა ადამიანმა მისი სიტყვები მიიღო. ვფიქრობ, ახლო მომავალში მას მოედანზე ვიხილავთ. არ შეიძლება მსგავსი ფეხბურთელის იგნორირება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში აგუერო, ბალოტელი და ჯეკო გვყავს", - თქვა ბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ადრე "სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ტევესმა შესაძლოა ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში მიიღოს მონაწილეობაო.

მომზადებულია
Nemzeti Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული