ფაბრის მუამბას მდგომარეობა უმჯობესდება

AutoSharing Option
"ბოლტონის" ჰავბეკ ფაბრის მუამბას მდგომარეობა, რომელმაც შაბათს ლონდონის "ტოტენჰემთან" მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო, უმჯობესდება.

საავადმყოფოში მყოფ 23 წლის ფეხბურთელს ამ დროისთვის დამოუკიდებლად სუნთქვა და ოჯახთან ურთიერთობა შეუძლია.

ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულს აღარ უწოდებენ, თუმცა პროგნოზებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული