"მანჩესტერ სიტი": ედეინ ჯეკო გონსალო იგუაინის ნაცვლად

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო, რომელიც "ქალაქელების" ძირითადში მუდმივ ადგილს ვერ იკავებს, შესაძლოა ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

ინგლისურ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის გაცვლა არგენტინელ გონსალო იგუაინში სურს, რომელიც "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავს.

სრულიად შესაძლებელია, გარიგება შედგეს, რადგან ჟოზე მოურინიო ედინ ჯეკოს ნიჭის თაყვანისმცემელია.

ამავე დროს, "სიტის" თავკაც რობერტო მანჩინის სურს, იგუაინი თავის გუნდში იხილოს, რომელიც თავდასხმაში აგუეროსთან ერთად ითამაშებს.

მომზადებულია Tribalfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული