დიეგო მარადონა: კარლოს ტევესს "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნება მე ვურჩიე

AutoSharing Option
არაბეთის გაერთიანებული საემიროების "ალ ვასლის" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ თავის დროზე "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ კარლოს ტევესს თავის ამჟამინდელ კლუბში დაბრუნება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ტევესს მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც გუნდი დატოვა და დიდი ხნის მანძილზე არ უთამაშია. თუმცა ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოგვარდა და ტევესი მოედანზე კვლავ გამოჩნდა.

"მას ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვუთხარი, რომ მანჩინის დალაპარაკებოდა და თამაში დაეწყო. "მანჩესტერ იუნაიტედის" და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრების კუმირობა არცთუ იოლია. ტევესმა კი ეს მოახერხა", -
აღნიშნა მარადონამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული