პიტერ კრაუჩი: ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლია

AutoSharing Option
"სტოკ სიტის" თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა, რომელმაც "მანჩესტერ სიტის" თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაუტანა, თამაშის შემდეგ აღიარა, რომ მსგავსი გოლი აქამდე არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში "სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

"ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლია. ბურთის მიწაზე დაუშვებლად დარტყმები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ასე იშვიათად გამომდის. ასეთ დარტყმებზე ყოველ ვარჯიშზე ვმუშაობ, მაგრამ ადრე ასეთი გოლი არ გამიტანია.

მესმის, რომ იმისათვის რათა ინგლისის ნაკრებში მოვხვდე, უფრო ხშირად უნდა გავიტანო. იმედი მაქვს, შანსი მომეცემა და
მას გამოვიყენებ", - თქვა კრაუჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული