კაპელო სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს და უახლოეს ხანში შესაძლოა, ლონდონის "ჩელსის" ჩაუდგეს სათავეში. "არისტოკრატებს" ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ რობერტო დი მატეო წვრთნის.
კაპელოსთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ იტალიელი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას კიდევ ორი წლით აპირებს და თუ საინტერესო პროექტს შესთავაზებენ, ინგლისში დაბრუნებაზე თანახმაა.