ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა ტრავმა ლოგინში მიიღო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" გუნდის ცენტრალური მცველის ლორან კოსიელნის სამედიცინო შემოწმების შედეგებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს ტრავმის გამო "ასტონ ვილასთან" მატჩში არ უთამაშია, რომელიც ლონდონელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.

მატჩამდე ფეხბურთელს არანაირი პრობლემები არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა 24 მარტს დილით ლორანმა მუხლის ტკივილით გაიღვიძა და მალევე გაირვა, რომ ის გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

"დღეს დილით კოსიელნმა მუხლის ტკივილით გაიღვიძა. ნამდვიალდ არ ვიცი რა პოზაში ეძინა მას, მაგრამ ლორანი სიარულითაც ნორმალურად ვერ დაიოდა. მატჩამდე მოთელვა სცადა, თუმცა თამაში ვერ შეძლო.

დილითვე გადავწყვიტეთ ყველაფერი. ის
მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა. უნდა გავარკვიოთ რამდენად სერიოზულია ტრავმა", - თქვა ვენგერმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული