ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მატჩი 58:0 დასრულდა

AutoSharing Option
ინგლისური საფეხბურთო გუნდი "უილ ფაუერი" ერთ მატჩში შედეგიანობის მიხედვით აბსოლუტური რეკორდის მფლობელი გახდა.

აღნიშნულმა გუნდმა "ნოვა-2010" ანგარიშით 58:0 დაამარცხა.

Daily Mail-ის ცნობით, ისტორიული მატჩი მოყვარულთა შორის ტორბეის აღმოსავლეთის ლიგაში ერთი კვირის წინ ჩატარდა.

"ნოვა-2010"-ის უჩვეულო ანგარიშით მარცხის მიზეზი საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელთა არ ყოფნა იყო, მოედანზე სულ ხუთნი იმყოფებოდნენ. მატჩის მიმდინარეობისას გუნდმა კი შეძლო სრულიად უცხო ადამიანების დამატება კოლექტივში, თუმცა მათმა შემოსვლამ პრაქტიკულად არაფერი შეცვალა.

შესვენებაზე გუნდები უკვე ანგარიშით 20:0 გავიდნენ. ხოლო მეორე ტაიმში "ნოვა-2010"-მა 38 გოლი გაუშვა. გამარჯვებულთა რიგებში ძმები
რობი და სტიუარტ ბაუკერები გამოირჩეოდნენ. მათ ანგარიშზე ჯამში 28 გატანილი ბურთია ერთ მატჩში.

როცა ანგარიში 50:0 გახდა, "ნოვა-2010"-ის ფეხბურთელებმა შეხვედრის არბიტრს თამაშის შეწყვეტა სთხოვეს, თუმცა რეფერი გუნდს ჯარიმით დაემუქრა და შეხვედრის დასრულება აიძულა.

რეკორდული გამარჯვების შემდეგ "უილ ფაიერმა" ლიგაში ლიდერობა გაიმტკიცა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ბურთების შეფარდება 15 მატჩის შემდეგ +167-ია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული