პიტერ ჩეხი: ლონდონის "ჩელსი" თავს უფლებას ვერ მისცემს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარემ პიტერ ჩეხმა თქვა, რომ ეს წელი მისი კლუბისთვის შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. 30 ტურის შემდეგ "ლურჯები" მეხუთე ადგილზე არიან, "ტოტენჰემს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შესაძლოა, ვერც მოხვდნენ.

"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წელი "ჩელსისთვის" დაკარგულია. კლუბს პროგრესი არ განუცდია. დიდი კლუბი შეიძლება შეეგუოს იმას, რომ გადაწყობის დროს ჩემპიონატს ვერ იგებს, მაგრამ შემდეგი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში არმოხვედრის უფლება ნამდვილად არ გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ისეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით, როგორშიც "ლივერპული" იყო. მერსისაიდელებს მოედნის ფარგლებს გარეთ ბევრი
პრობლემა ჰქონდათ, ჩვენ კი მსგავსი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლის შედეგებს გამოვასწორებთ", - თქვა ჩეხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული