ლონდონის "ჩელსი" კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინისთვის 83 მილიონ ფუნტს ამზადებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი თავისი გუნდის შეტევის ხაზის გადაწყობას აპირებს და მადრიდის "რეალის" ფორვარდების - კრიშტიანო რონალდოს და გონსალო იგუაინის გადასაბირებლად მზადაა 83 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯოს.

"ჩელსიში" ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავენ - ნაპოლის" თავდამსხმელები ესეკიელ ლავეცი და ედინსონ კავანი 70 მილიონ ფუნტად.

ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება ამ კლუბებს შორის ხსენებული ტრანსფერის თაობაზე არ გამართულა. ამ პროცესში ბევრი რამ ლონდონის "ჩელსის" ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.

იმასაც იტყობინებიან, რომ დენიელ სტარიჯის, დიდიე დროგბას, ფლორან მალუდას და სალომონ კალუს მომავალი "ჩელსიში" კითხვის ნიშნის
ქვეშ დგას.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული