"ჩვენ მიმდინარე სეზონში ჩავარდნის პერიოდი უკვე ორჯერ გვქონდა და მეტის უფლებას თავს ვერ მივცემთ, თუ გვსურს საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.
გვინდა პოდოლსკი შევიძინოთ, რათა შეტევები მრავალფეროვანი გავხადოთ.
უკვე ბევრჯერ გვითქვამს, რომ ვან პერსიზე ძალიან ვართ დამოკიდებულნი. ამიტომ მსოფლიო კლასის მოთამაშეებს ვეძებთ, რათა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ", - აღნიშნა ვენგერმა.
არაოფიციალური ცნობებით, გერმანიის ნაკრების 26 წლის ფორვარდის ღირებულება 11 მილიონი ევროა.