"მანჩესტერ სიტი" რადამელ ფალკაოში 50 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს წარმატებულმა თამაშმა ევროპული გრანდები შეაფუცხუნა.

ერთ-ერთი მათგანი "მანჩესტერ სიტია", რომლის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კოლუმბიელი ფორვარდის შეძენას ლამობს.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლები მოთამაშის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მზად არიან, მის ხელში ჩასაგდებად ჯიბე 50 მილიონი ევროთი შეითხელონ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფალკაომ 25 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. "ატლეტიკოში" თამაში მან მიმდინარე სეზონში დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა რა ძმაო აშკარად არ ღირს 50 ლიმონი ჩვეულებრივი ფორვარდია დიდი ვერაფერი
ჯობია აგუეროც ტევესიც. ისე გოლავიკია ჯეკოს და იმ გიჟ ბალოტელის კი ჯობია მაგრამ მაგდენი ნაგდად არ ღირს
fcbarsa
03:12 30-03-2012
0

სიახლეები პოპულარული