მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ისევ იჩხუბეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ვარჯიშზე მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის წაეჩხუბა.

ინგლისელმა რეპორტიორებმა მოახერხეს აღებეჭდათ, როგორ ღიად და მკაცრად წაუყენა მწვრთნელმა პრეტენზიები იტალიელ ფორვარდს. ამის შემდეგ მანჩინის თანაშემწე ატილიო ლომბარდომ ბალოტელის ვარჯიშის დატოვება მოსთხოვა.

კონფლიქტის შესაძლო მიზეზი ბალოტელის მილანში სტუმრობაა, სადაც ის ორშაბათს, ანდრეა სტარამაჩიონის მიესალმა, რომელიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული