"მანჩესტერ სიტი" კრიშტიანო რონალდოში 80 მილიონ ფუნტს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ზაფხულში მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს შეძენას ეცდება.

ფეხბურთელში, რომელიც მადრიდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2009 წელს გადავიდა, მეორე მანჩესტერული კლუბი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის ხელფასი, რომელსაც "რეალთან" კონტრაქტი 2015 წელს უსრულდება, კვირაში 400-იდან 500 ათას ფუნტ სტერლინგამდე უნდა იყოს.

ამ დროისთვის "ქალაქელთა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კარლოს ტევესია, რომელიც კვირაში 198 ათას ფუნტს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული