რობერტო მანჩინი: ტიტულის მოგება ძალიან რთული იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომლის გუნდმაც "სანდერლენდთან" შეხვედრაში მარცხისგან თავის დაღწევა შეძლო, თამაშის შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

"ახლა ტიტულის მოგება ძალიან რთული იქნება. წინ კიდევ შვიდი თამაშია და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისთვის ორქულიანი ჩამორჩენა უნდა აღვადგინოთ. ამ შემთხვევაში შანსი გვექნება.

"სანდერლენდთან" ფრე სამართლიანი შედეგია. ბოლო 10 წუთში ბრწყინვალე ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ რაც მანამდე იყო იმით იმედგაცრუებული ვარ. არ მესმის, რატომ ვთამაშობდით ასე ცუდად", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული