"ახლა ტიტულის მოგება ძალიან რთული იქნება. წინ კიდევ შვიდი თამაშია და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისთვის ორქულიანი ჩამორჩენა უნდა აღვადგინოთ. ამ შემთხვევაში შანსი გვექნება.
"სანდერლენდთან" ფრე სამართლიანი შედეგია. ბოლო 10 წუთში ბრწყინვალე ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ რაც მანამდე იყო იმით იმედგაცრუებული ვარ. არ მესმის, რატომ ვთამაშობდით ასე ცუდად", - თქვა მანჩინიმ.