ალექს ფერგიუსონი: ლიონელ მესის მომავალს რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ცუდად ვხდები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "ბარსელონას" თავდამსხმელით, ლიონელ მესით აღტაცება გამოხატა.

შოტლანდიელ სპეციალისტს ვერ წარმოუდგენია, რას მიაღწევს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მომავალში, თუ უკვე ახლა ამგვარ საოცარ შედეგებს აჩვენებს.

"ფეხბურთელები 25 წლამდე ვითარდებიან და სიმწიფეს აღწევენ. ჩვენ ამის მოწმენი კრიშტიანო რონალდოს და უეინ რუნის შემთხვევაში გავხდით. მესის კი ამ ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

ცუდად ვხდები, როდესაც ვფიქრობ, თუ რა სიმაღლეებს შეუძლია მიაღწიოს მესიმ", - თქვა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული