გარეთ ბეილი: ლონდონის "ტოტენჰემი" დაბრუნდა!

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი გარეთ ბეილი "სუონსისთან" გამარჯვების შემდეგ ფიქრობს, რომ "დეზებს" ახლა ლონდონის "არსენალთან" მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

"ნამდვილად კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბოლო დროს არ გვიმართლებდა, მაგრამ დღეს ისეთ საშიშ მეტოქესთან მატჩში, როგორიც "სუონსია", ვაჩვენეთ, რასაც წარმოვადგენთ.

ეს სამი ქულა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა მეტოქეზე ზეწოლას განვახორციელებთ.

"არსენალს" გავუთანაბრდით და იმედია, უახლოეს ხანში "მეთოფეებს" უკან ჩამოვიტოვებთ. "ტოტენჰემი" დაბრუნდა", - განაცხადა ბეილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული