უეინ რუნი: მინდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტი" დავამარცხოთ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე რვა ტურით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ტიტულის მოგება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი კლუბი "მანჩესტერ სიტისთან" იბრძვის.

"წითელი ეშმაკების" ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დარჩენილი მატჩები აუცილებლად უნდა მოიგოს.

ალექს ფერგიუსონის შეგირდები "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ორი ქულით უსწრებენ და ერთი თამაში თადარიგში აქვთ. 2 აპრილს "იუნაიტედს" "ბლექბერნთან" 31-ე ტურის შეხვედრა ელის.

"მანჩესტერ სიტისთან" ბრძოლაში ტიტულის მოგება ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება. მეზობლებთან ჩემპიონობისთვის პირველად ვიბრძვით. ამიტომ, თუ გამარჯვებას შევძლებთ, ეს ყველას
- კლუბის წევრებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს  და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს გაახარებს.

ახლა მთავარია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყურადღების კონცენტრაცია თითოეულ მატჩში გამარჯვებაზე მოახდინოს", - განაცხადა 26 წლის ფორვარდმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული