"მანჩესტერ სიტიმ" 15 წლის ფეხბურთელი გაიფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "ანდერლეხტის" 15 წლის ფეხბურთელი მატიას ბოსერტსი გაიფორმა.

ახალგაზრდა ბელგიელმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი 4 წლით გააფორმა. "სიტის" ხელმძღვანელობამ შეძლო და ფეხბურთელის ოჯახი დაარწმუნა, ბელგიიდან საცხოვრებლად მანჩესტერში გადასულიყვნენ.

ბოსერტსის თქმით, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის თამაშს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

მომზადებულია Het Nieuwsblad-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული