ფაბრის მუამბამ სიარული დაიწყო

AutoSharing Option
"ბოლტონის" მთავარმა მწვრთნელმა ოუენ კოილმა თავისი გუნდის ნახევარმცველ ფაბრის მუამბას გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა, რომელმაც "ტოტენჰემთან" ინგლისის პრემიერლიგის მატჩის დროს კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.

"მუამბამ სიარული დაიწყო. ის იმ ღიმილით საუბრობს, რომლის ხილვასაც მივეჩვიეთ და გვიყვარს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს.

მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს. წინ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ კარგია, რომ მან ასეთ პროგრესს მიაღწია", - თქვა კოილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული