რობინ ვან პერსი: "არსენალი"-"სიტი" 5:5

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

ჰოლანდიელის თქმით, ლონდონელები "სიტისგან" ყველაფერს უნდა ელოდონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მატჩი გუნდებს შორის საკმაოდ უხვგოლიანი გამოვა.

"დღევანდელ "სიტის" ბევრს ვერაფერს გაუგებ. მათ შეუძლიათ მეტოქეთა კარი ერთხელაც ვერ აიღონ ან 5 გოლი გაიტანონ.

ამიტომ მომავალი დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება გულშემატკივრისთვის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "არსენალსაც" შეუძლია 5 გოლის გატანა. სრულიად შესაძლებელია შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 5:5 დამთავრდეს", - თქვა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალი"
"ემირეიტსზე" 8 აპრილს "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული