მაიკლ ოუენი: პრემიერლიგის დატოვება არ მსურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის თავდამსხმელი მაიკლ ოუენი, რომელიც ლაზარეთში დიდ დროს ატარებს, "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში თავის მომავალზე დაფიქრდა.

"მანამ, სანამ ფეხბურთის თამაშის სურვილი მექნება, ვეცდები, უმაღლეს დონეზე დავრჩე. თუ მწვრთნელი გუნდში ჩემს დატოვებას ისურვებს, შესანიშნავი იქნება. თუ არა, ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ პრემიერლიგის დატოვება არ მსურს.

შესაძლოა, სხვა ქვეყნების ჩემპიონატების ვარიანტებიც იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მე ოთხი ბავშვი მყავს, რომლებიც სკოლაში აქ დადიან. შესაბამისად, ცვლილებები ჩემი ოჯახისთვის რთული იქნება", - თქვა ოუენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული