"ლივერპული" ენდი ქეროლს ამ ზაფხულს დაემშვიდობება

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი ენდი ქეროლი სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ მერსისაიდელთა გუნდს დატოვებს.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 23 წლის ფეხბურთელის თამაშით, რომელიც გუნდის სქემაში ვერ ჩაეწერა.

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქეროლმა გუნდში ადაპტაცია ვერ მოახერხა. სავარაუდოდ მერსისაედელები ფორვარდს უკვე ამ ზაფხულს გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ენდი ქეროლი "ლივერპულში" "ნიუკასლიდან" 2011 წლის იანვარში გადავიდა. "წითლებმა" მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ქეროლმა მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული