რობერტო მანჩინი: მარიო ბალოტელი აღარ ითამაშებს!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გუნდის იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი გააკრიტიკა, რომელიც ლონდონის "არსენალთან" (0:1) წაგებულ შეხვედრაში 90-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

"დავიღალე! 6 მატჩი დაგვრჩა სეზონის დასრულებამდე და ბალოტელი ამ შეხვედრებში არ ითამაშებს! გავყიდით თუ არა მას ზაფხულში? ალბათ კი, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით. მიუხედავად ამისა, მარიო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას შეეძლო მატჩის ბედი 90-ე წუთზე გადაეწყვიტა.

თუმცა მის მოედანზე გამოყვანისას მუდამ ვრისკავთ. მას კარგად ვექცევი, რადგან ის კარგი ბიჭია და შესანიშნავი ფეხბურთელი. ამიტომ ვიცავ ყოველთვის.

მაგრამ თუ მარიო საქმისადმი
მიდგომას არ შეიცვლის, ის თავის ნიჭს გაფლანგავს. მასთან ერთად ორი წელია ვმუშაობ და ვერაფერი მოვუხერხე. იმედია, ის შეიცვლება. სხვა შემთხვევაში მარიოს მიმართ მხოლოდ სიბრალულის გრძნობა მექნება", - თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია Football Italia-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული