"არტეტას გოლი ძალიან კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ.
"სიტის" მხოლოდ ორი კარგი მომენტი ჰქონდა. პირველი ტაიმის ათი წუთის შემდეგ კი ძირითადად ჩვენ ვდომინირებდით.
ბოლო 9 შეხვედრაში 27 შესაძლებლიდან 24 ქულა ავიღეთ და პროგრესი აშკარაა. იანვარში ცუდად რომ არ გვეთამაშა, ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებდით", - თქვა ვენგერმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით