დანიელ აგერი: იმედია, მდგომარეობა მალე შეიცვლება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ცენტრალური მცველი დანიელ აგერი მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონატში გუნდის წარუმატებელი შედეგების მიზეზი სათასო ტურნირებისადმი ზედმეტი ყურადღების დათმობა არ არის და ის სხვა რამეში იმალება.

"არ მგონია, რომ ჩვენი თავები ინგლისის თასის მოახლოებულ ფინალზე ფიქრით იყოს დამძიმებული. როდესაც ამგვარ კლუბში თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს ტიტულის მოგების შანსი თუ არა - საბრძოლველი რაღაც ყოველთვის არის.

თითოეული მატჩის მოგებას უნდა ვეცადოთ, განსაკუთრებით "ენფილდ როუდზე", მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში ასე არ ხდება. ეს უნდა შევცვალოთ. სამშაბათს "ბლექბერნს" ვესტუმრებით და უკეთ უნდა ვითამაშოთ,
თუ უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურს.

ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი ცოტ-ცოტა ყველაფერშია: არცთუ კარგად ვთამაშობთ, არასწორი მიმართულებით ვმუშაობთ. თუმცა ვცდილობთ, რამე გავაკეთოთ და იმედია, მდგომარეობა მალე შეიცვლება", - განაცხადა აგერმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული