ბალოტელი მოედნიდან 90-ე წუთზე გააძევეს, მას შემდეგ, რაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიელი ბაქარი სანიას ფეხებში ეცა მაშინ, როდესაც ის უკვე უბურთოდ იყო.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ძალიან ცუდია, რომ "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს და მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის იმედი გავუცრუე.
სისულელისთვის იტალიის ნაკრებს ერთხელ უკვე ჩამომაშორეს და არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს. იმედი მაქვს, აპრილის შეკრებაზე გამომიძახებენ", - განაცხადა ბალოტელიმ.