"არსენალთან" შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის მოთმინების ფიალა აავსო. 21 წლის ფორვარდი მუდმივად სკანდალებში ეხვევა, რაც უმეტეს შემთხვევაში, დისციპლინის დარღვევას უკავშირდება.
ვრცელდება ცნობები, რომ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენის პრეტენდენტები "ინტერი", სადაც ის უკვე თამაშობდა და "მილანი" არიან. უპირატესობა მაინც "შავლურჯებს" ექნებათ, რადგან თავდამსხმელის დაბრუნების ვარიანტი მის ინგლისურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტშიც არის გათვალისწინებული - ბალოტელის გაყიდვის შემთხვევაში, პირველ რიგში, "ინტერს" მიანიჭებენ უპირატესობას.
თუმცა არც "მილანის" ვარიანტია გამორიცხული
იტალიელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport მიხედვით