თომას ვერმაელენი: ლონდონის "არსენალში" "მანჩესტერ სიტის" ასპარეზობას არ აქცევენ ყურადღებას

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ბელგიელმა მცველმა თომას ვერმაელენმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის ჩემპიონატის მატჩი მისი გუნდისთვის განსაკუთრებულად პრინციპული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელთა რამდენიმე მოთამაშე ბოლო დროს "ქალაქელთა" რიგებში გადავიდა.

"მატჩი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ მანამდე "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" დავმარცხდით.

რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ რამდენიმე მოთამაშე "არსენალიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა.

"მანჩესტერ სიტის" გამოსვლებს არ ვაკვირდებით. ჩვენი მთავარი მიზანი პრიზიორთა სამეულში შესვლაა", - განაცხადა ვერმაელენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული