რობერტო მანჩინი: მარიო ბალოტელის "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვათამაშებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ მარიო ბალოტელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 30 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.

ბალოტელის ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ ალექს სონგის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა ყველაფერი სამი მატჩით ამოიწურა.

მანჩინი "არსენალთან" თამაშის შემდეგ თანამემამულეზე განრისხებული იყო და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ფორვარდი მოედანზე აღარ გამოვიდოდა. თუმცა ახლა მწვრთნელმა საკუთარი სიტყვები იმით ახსნა, რომ ბალოტელისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას ელოდა.

"ვფიქრობდი, რომ მარიოს ექვსი ან შვიდი მატჩით მოკვეთდნენ, მაგრამ მიხარია, რომ
ყველაფერი სამი მატჩით ამოიწურა. ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში დაბრუნდება და სათამაშოდ მზად იქნება", - აღნიშნა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული