ლუკას ლეივა "ლივერპულის" პრობლემებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფეხბურთელი ლუკას ლეივა არ ფიქრობს, რომ მისი ტრავმა ინგლისის ჩემპიონატში გუნდის ცუდი თამაშის მიზეზი გახდა.

"დიახ, გულშემატკივრები ხშირად ლაპარაკობენ ჩემს ტრავმაზე, მაგრამ არ მგონია, რომ ის "ლივერპულის" უიღბლობის მიზეზი გამხდარიყო.

მე ხომ არ მითამაშია, როცა "ლივერპულმა" ლიგის თასი მოიგო და "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა?!

რა თქმა უნდა, მიხარია ასეთი სიტყვების გაგონება, თუმცა მინდა თანაგუნდელები გამარჯვებულები ვნახო. იმედი მაქვს, კრიზისი დასრულდა", - თქვა ლეივამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული