ფერნანდო ტორესი: "ჩელსი" და "ტოტენჰემი" თანაბარძალიანი გუნდებია

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "ტოტენჰემთან" ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელიც 15 აპრილს "უემბლის" სტადიონზე გაიმართება, აღნიშნა, რომ კვირას ერთმანეთს ორი სრულიად თანაბარძალიანი გუნდი დაუპირისპირდება.

"უემბლიზე" ინგლისურ გუნდთან ერთად პირველად ჩავდივარ. იქ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მითამაშია, მაგრამ "ლივერპულის" ან "ჩელსის" მაისურით - არასდროს.

"ტოტენჰემი" ძლიერი გუნდია. მათმა მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლადაც ვებრძვით, ახლა კი თასის ფინალში გასასვლელად დავუპირისპირდებით.

ვფიქრობ, დაძაბული მატჩი გველის. ამ დროისთვის ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა. ის მოიგებს, ვისაც მეტად გაუმართლებს", -
აღნიშნა ესპანელმა ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული