ზედიზედ მეორე სეზონი, ჩემპიონთა ლიგის გარეშე, "ტოტენჰემს" ძვირად დაუჯდება, რომელსაც გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ლუკა მოდრიჩს, რომელიც ზაფხულში ლამის ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადგა თვალი, ხოლო გარეთ ბეილს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" აკვირდებიან.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით