ხოსეპ გვარდიოლა: "ლევანტე" "ბარსელონასთვის" ერთერთი ყველაზე რთული მეტოქეა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ლევანტესთან" ესპანეთის ჩემპიონატის გასვლითი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამ დაპირისპირების სირთულეში ეჭვიც არ ეპარებოდა.
კატალონიელები მატჩის მსვლელობისას 0:1 აგებდნენ, თუმცა ორჯერ გატანა მოახერხეს და სამი ქულა მოიპოვეს.

"დრო კიდევ გვექნება, რათა მადრიდის "რეალთან" მატჩზე ვისაუბროთ. რაც შეეხება "ლევანტესთან" შეხვედრას, ვვარაუდობდით, რომ ის რთული გამოდგებოდა. ეს ერთერთი ყველაზე რთული მეტოქეა, ვისაც შევხვედრივართ. ისინი დაცვაში ძალიან საიმედოდ მოქმედებდნენ, სახიფათო კონტრშეტევებს წარმართავენ.

ბურთს მცირე ხანს ვფლობდით და ბევრი საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია. მაგრამ ჩვენი პირველი გოლის შემდეგ დავმშვიდდით.
ჩავის შეცვლასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება ტაქტიკური მოსაზრებით იყო გამოწვეული", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სირცხვილია ასეთ სახელოვან გუნდს ყოველთვის როცა უჭირს მსაჯი ეხმრებოდეს მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაში, ამ სეზონში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გუნდი თავისით ვერ იგებს და მსაჯი არარსებულე პენალტს უნიშნავს, ეს უკვე აღარაა მსოფლიო გრანდი.
giorgi
19:04 15-04-2012
0
ღადაობთ? რა მცირე ხანს ფლობდით 72% თქვენი იყო ბურთი. ალბათ არასწორადაა თარგმნილი
Napoli
21:01 15-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული