კვირას ნახევარფინალში ლონდონის "ჩელსიმ" "ტოტენჰემ ჰოთსფური" გაანადგურა - 5:1. "ლურჯებიდან" თავი დიდიე დროგბამ, ხუან მატამ, რამირესმა, ფრენკ ლემპარდმა და ფლორან მალუდამ გამოიჩინეს. პასუხად "დეზებიდან" ერთადერთი გოლის გატანა გარეტ ბეილმა შეძლო.
მანამდე გამართული ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "ევერტონს" ანგარიშით 2:1 სძლია. თავდაპირველად "ევერტონი" ელავიჩის გოლით იგებდა, თუმცა მატჩის მეორე ტაიმში სუარესმა და კეროლმა გაიტანეს და საბოლოოდ "ლივერპულს" გაამარჯვებინეს.
ინგლისის თასზე ფინალური მატჩი "ჩელსსა" და "ლივერპულს" შორის 5 მაისს გაიმართება.
საერთოდ, ინგლისის თასი