ინგლისის თასისთვის ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული" იბრძოლებენ

AutoSharing Option
14 და 15 აპრილს ინგლისის თასის ფინალისტები გამოვლინდნენ.

კვირას ნახევარფინალში ლონდონის "ჩელსიმ" "ტოტენჰემ ჰოთსფური" გაანადგურა - 5:1. "ლურჯებიდან" თავი დიდიე დროგბამ, ხუან მატამ, რამირესმა, ფრენკ ლემპარდმა და ფლორან მალუდამ გამოიჩინეს. პასუხად "დეზებიდან" ერთადერთი გოლის გატანა გარეტ ბეილმა შეძლო.

მანამდე გამართული ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "ევერტონს" ანგარიშით 2:1 სძლია. თავდაპირველად "ევერტონი" ელავიჩის გოლით იგებდა, თუმცა მატჩის მეორე ტაიმში სუარესმა და კეროლმა გაიტანეს და საბოლოოდ "ლივერპულს" გაამარჯვებინეს.

ინგლისის თასზე ფინალური მატჩი "ჩელსსა" და "ლივერპულს" შორის 5 მაისს გაიმართება.

საერთოდ, ინგლისის თასი
მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრია, ფინალური მატჩი კი ნაციონალურ საფეხბურთო ტურნირებში ყველაზე დასწრებად მოვლენად ითვლება. "ჩელსიმ" ეს ტიტული ბოლოს 2009/10 წლების სეზონში დაისაკუთრა, "ლივერპულმა" კი - 2005/06 წლების სეზონში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული