ხუან მატამ ფიფა დაარწმუნა - ფეხბურთში ვიდეოგამეორება აუცილებელიაო!

AutoSharing Option
ინგლისის თასის ნახევარფინალში, ლონდონის "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" მატჩში, ხუან მატას შეცდომით ჩათვლილმა გოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთში სპეციალური ტექნიკის გამოყენების გარეშე არაფერი გამოვა...

შედეგად, ფიფაში უკვე აპირებენ არბიტრის დამხმარე სისტემების შემაჯამებელი ტესტები ჩაატარონ და თუკი შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ვიდეოგამეორებების დანერგვას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

საკითხი, რომ არბიტრებს, თუნდაც ყველაზე უშეცდომოებს, ყოველთვის, უბრალოდ, არ შეუძლიათ ესა თუ ის სათამაშო ეპიზოდი სწორად შეაფასონ, "ტოტენჰემის" კარში მატას გატანილმა გოლმა კვლავ წამოსწია. ამ შეხვედრის არბიტრმა მარტინ ატკინსონმა პოზიცია კარგად კი შეარჩია, მაგრამ მაინც ვერ
დაინახა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. შედეგად კი, "ჩელსის" სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახდა (საბოლოოდ "ჩელსიმ" 5:1 გაიმარჯვა).

მატჩის შემდეგ ვიდეოგამეორებებმა მსაჯის შეცდომა დაადასტურა.

ამ დროისთვის ფიფა ორ სისტემას ცდის. პირველი მათგანი - Hawkeye-ია, რომელსაც კრიკეტსა და ჩოგბურთში იყენებენ; მეორე სისტემა GoalRef-ია, რომელიც სპეციალური ბურთების გამოყენებას ითვალისწინებს.

ვიდეოგამეორებების დანერგვა-არდანერგვაზე გადაწყვეტილებას 2 ივლისს მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული