რობერტო დი მატეო: ლონდონის "ჩელსიმ" ხუთი გოლი გაიტანა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, მეორე გოლი უნდა ჩათვლილიყო თუ არა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიელმა რობერტო დი მატეომ "ტოტენჰემთან" (5:1) ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეორე გოლი არბიტრმა შეცდომით ჩათვალა.

"ამ მომენტში ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. ასე რომ, გაგვიმართლა. რამდენჯერ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენ საწინააღმდეგოდ? ამას გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩელსიმ" არა ორი, არამედ ხუთი გოლი გაიტანა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, მეორე გოლი უნდა ჩათვლილიყო თუ არა. მომხრე ვარ, ფეხბურთში გოლის ავტომატური განმსაზღვრელი შემოიღონ", - თქვა იტალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული