ლუის სუარესი: "ლივერპულში" ვრჩები

AutoSharing Option
"ლივერპულის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მერსისაიდული კლუბი დატოვოს.

უკვე რამდენიმე კვირაა მასმედიაში ჩნდება ცნობები, რომ ზაფხულში სუარესი კლუბს შეიცვლის. კერძოდ, საუბრობენ ფორვარდის მიმართ პსჟ-ს, "რომას" და "იუვენტუსის" ინტერესზე.

"მე "ლივერპულში" ვრჩები - ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა სუარესმა.

ლუისმა ისიც თქვა, რომ პატრის ევრასთან ინციდენტი წარსულში დატოვა. მაშინ ურუგვაელმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

"ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ. ძალიან მიხარია, რომ ხალხის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. აზრი არ აქვს მეტად ამ მდგომარეობაზე საუბარს - ის წარსულში
დარჩა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული