ენდი ქეროლი: ხალხს ლოთი ვგონივარ

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა ენდი ქეროლმა ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ფაბიო კაპელოს სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

ერთხელ კაპელომ თქვა, თუ ქეროლს განვითარება სურს, ნაკლები უნდა დალიოსო.

"ჩემი წარსული წარსულში დარჩა. "ლივერპულში" გადასვლასთან ერთად შევიცვალე, ახალ ქალაქში დავმკვიდრდი. აქ ყოფნა მომწონს.

ხალხი ჩემზე ამბობს: "ოჰ, ეს ლოთი, გასულ კვირას კიდევ დამთვრალა!" - მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ჭორებია. ახლა ასეთ ამბებზე მეცინება.

გულწრფელად გითხრათ, სახლიდან იშვიათად გამოვდივარ. თავისუფალ დროს შინ, ჩემს გოგონასთან ერთად ფილმების ყურება მიყვარს", - თქვა ქეროლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული