ერთხელ კაპელომ თქვა, თუ ქეროლს განვითარება სურს, ნაკლები უნდა დალიოსო.
"ჩემი წარსული წარსულში დარჩა. "ლივერპულში" გადასვლასთან ერთად შევიცვალე, ახალ ქალაქში დავმკვიდრდი. აქ ყოფნა მომწონს.
ხალხი ჩემზე ამბობს: "ოჰ, ეს ლოთი, გასულ კვირას კიდევ დამთვრალა!" - მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ჭორებია. ახლა ასეთ ამბებზე მეცინება.
გულწრფელად გითხრათ, სახლიდან იშვიათად გამოვდივარ. თავისუფალ დროს შინ, ჩემს გოგონასთან ერთად ფილმების ყურება მიყვარს", - თქვა ქეროლმა.