რობერტო დი მატეოს ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად ნიშნავენ?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიელმა რობერტო დი მატეომ "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელად გასახდომად პირველი მოლაპარაკებები გამართა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დი მატეო "ლურჯების" ტექნიკურ დირექტორ მაიკლ ემენალოს უკვე შეხვდა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა საბოლოოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიელთა დამარცხებამ, შესაძლოა, დი მატეოს წისქვილზე დაასხას წყალი და მოლაპარაკებები დააჩქაროს.

შეგახსენებთ, რომ დი მატეო "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ ბოაშის ასისტენტი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული