დენი მერფის დარჩენა უნდა

AutoSharing Option
"ფულჰემის" 35 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ "კოტეჯელებში" კიდევ ერთი წლით დარჩენის სურვილი გამოთქვა.

არ გვგონია, რომ ლონდონურმა კლუბმა ერთ-ერთ ლიდერს ამ თხოვნაზე უარი უთხრას, რადგან ასაკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდში ყველაზე სტაბილურია.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 45 თამაში ჩაატარა. აქედან 42 - ძირითადში და 7 გოლის გარდა, გუნდს 9 საგოლე გადაცემით შეეწია. ჯერჯერობით მხარეთა შორის მოლაპარაკება არ დაწყებულა, მაგრამ თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას არსადაც არ ეჩქარება.

"კლუბში რამდენჯერმე უკვე ველაპარაკე ამ თემაზე. მათ იციან, რომ აქ თავს
ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი მხრივ, ვიცი, რომ მწვრთნელი ჩემით კმაყოფილია. ჰოდა, ძალიან გამიკვირდება, თუკი შეთანხმება გაგვიჭირდება", - განუცხადა ფეხბურთელმა "სანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული