გუშინ დილით, ბრიტანული დროით 9 საათსა და 20 წუთზე ლონდონის "ფულჰემმაც" დაადასტურა, რომ ჰოჯსონი მისი თავკაცის თანამდებობიდან გადადგა.
ამთავითვე ცნობილია, რომ ტრანსფერებისთვის მერსისაიდელთა ახალ თავკაცს 15 მილიონ ფუნტს მისცემენ. ინგლისელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო იმ ფეხბურთელებზე ფიქრი, რომლებიც ხავიერ მასკერანოს "ბარსელონაში" და იოსი ბენაიუნის
თუმცა, დავუბრუნდეთ, მთავარ სატრანსფერო საკითხებს: იმ შემთხვევაში თუკი მასკერანო მართლა გადავა "ბარსელონაში", როგორც ჩანს მის ადგილს "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი სილვა დაიკავებს. სილვა, მოგეხსენებათ, ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავად თამაშობს. გარდა ამისა, საბერძნეთში შექმნილი მძაფრი ეკონომიკური კრიზისის გამო "პანათინაიკოსმა" მის შენარჩუნებაზე ხელი აიღო და ყიდის.
კიდევ, ჰოჯსონს "ენფილდ როუდზე" "არსენალისთვის" ოდესღაც სასურველი ფეხბურთელი ჰანგელანდიც გაჰყვება - მერფისა არ იყოს, ბოლოხანს ისიც "ფულჰემში" გამოდიოდა. აი, რაც შეეხება ვან დერ ვაარტს, მის "ლივერპულში" გადასვლას შეიძლება მადრიდის "რეალის" ახალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეუშალოს ხელი.
თუმცა, ჰოჯსონმა სატრანსფერო ბაზარზე პირველი წარმატება უკვე მოიპოვა - გუშინდლამდე ის ჯერ კიდევ არ აგახლდათ მერსისაიდელთა თავკაცად დანიშნული, მაგრამ ძალიან გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ 29 წლის სერბმა მილან იოვანოვიჩმა ყველაფერი მოაგვარა და ამიერიდან "ლივერპულის" ფეხბურთელია. სერბთან წინასწარი ხელშეკრულება ჯერ კიდევ "ლივერპულის" წინა მწვრთნელს რაფა ბენიტესს ჰქონდა გაფორმებული, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად გამოსვლით გაყოყოჩებულმა გადაწყვიტა ბედი ეცადა და გერმანიის კარში გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ განახცადა, თუ ვინმეს ჩემი ლიეჟის "სტანდარდიდან" წაყვანა უნდა, მზად ვარ მოველაპარაკოო.
ინტერესი "ოლიმპიაკოსმა" და ბენიტესის ახალმა კლუბმა მილანის "ინტერმა" გამოთქვეს, თუმცა მერსისაიდელებმა წარბი არ შეიხარეს, უჯრიდან წინასწარი ხელშეკრულება ამოიღეს და ყველას თვალწინ აუფრიალეს - "სტანდარდსა" და საკუთრივ ფეხბურთელს ხელი აქვთ მოწერილი, რომ ტრანსფერის შემთხვევაში იოვენოვიჩი უპირველეს ყოვლისა "წითლებში" გადმოვა და სხვაზე მხოლოდ ჩვენი უარის შემდეგ შუეძლია იფიქროსო. ამან აცმუკებული სერბი, როგორც ჩანსს დაადინჯა და მან განაცხადა, რომ "ლივერპულთან" სამწლიანი
თანამშრომლობის ხელშეკრულებას აწერს ხელს. მან ისიც თქვა, რომ განსაკუთრებით ჰოჯსონთან თანამშრომლობის პერსპექტივა ხიბლავს.
"მე "ლივერპულში" მივდივარ, სადაც სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, - უთხრა ჟურნალისტებს თავდამსხმელმა, - ეს უკვე წინასწარი კი არა, ნამდვილი კონტრაქტია. ამ გუნდიდან ბენიტესის წასვლამ პირადად ჩემთვის არაფერი შეცვალა. მე "ლივერპულის" ხემძღვანელებთან ყველანაირი პირობა შეთანხმებული მაქვს და ყველაფრით კმაყოფილი გახლავართ. ბრიტანეთში მუშაობის უფლებაც მაქვს, რადგავ ვაკმაყოფილებ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75 პროცენტში უნდა მქონდეს მონაწილეობა მიღებული. ახლა ლივერპულის შემოგარენში სახლის შერჩევით გახლავართ დაკავებული. გუნდს ივლისის შუაში, შვეიცარიულ შეკრებაზე შევუერთდები. მინდა, ახალ თანაგუნდელებს ჯანსაღი და დასვენებული წარვუდგე. საამისოდ, ამ დღეებში ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებ ვარჯიშს. მსურს მწვრთნელი პირველსავე დღეს დავარწმუნო, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვარ".
ილია ბაბუნაშვილი