რობინ ვან პერსი: ყოველთვის "მეთოფედ" დავრჩები

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ ყოველთვის "მეთოფედ" დარჩება.

"რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის "არსენალის" შემადგენლობაში დავრჩები.

ჩემს მიერ მოპოვებული ჯილდოთი ვამაყობ (ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა). ჩემი წინამორბედი გამარჯვებულების სია ვნახე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მათ შორის აღმოვჩნდებოდი.

არც მიმდინარე სეზონში მეგონა, რომ ჯილდოს მფლობელი გავხდებოდი. უბრალოდ, ვთამაშობდი, იმიტომ რომ ეს მომწონს. მინდოდა "არსენალი" სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ყოფილიყო. როდესაც გავიგე, რომ გავიმარჯვე, გამიკვირდა და გავიფიქრე: რა? მე? მართლა?

ჟურნალისტებმა სეზონის შესახებ ყველაფერი იციან. მათ ყველა თამაში
ნანახი აქვთ, ყველა გოლი და ყოველი მოძრაობა გაანალიზებული. მათ ყველაფერი იციან. მეც და სხვა ფეხბურთელებსაც ინტერვიუებს გვართმევენ. მკაფიო წარმოდგენა აქვთ, ვინ არის საუკეთესო მოთამაშე. სწორედ ამიტომ ნიშნავს ეს პრიზი ჩემთვის ამდენს", - განაცხადა ვან პერსიმ.

მომზადებულია Skysports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული