"რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის "არსენალის" შემადგენლობაში დავრჩები.
ჩემს მიერ მოპოვებული ჯილდოთი ვამაყობ (ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა). ჩემი წინამორბედი გამარჯვებულების სია ვნახე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მათ შორის აღმოვჩნდებოდი.
არც მიმდინარე სეზონში მეგონა, რომ ჯილდოს მფლობელი გავხდებოდი. უბრალოდ, ვთამაშობდი, იმიტომ რომ ეს მომწონს. მინდოდა "არსენალი" სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ყოფილიყო. როდესაც გავიგე, რომ გავიმარჯვე, გამიკვირდა და გავიფიქრე: რა? მე? მართლა?
ჟურნალისტებმა სეზონის შესახებ ყველაფერი იციან. მათ ყველა თამაში
მომზადებულია Skysports.com-ის მიხედვით