ხავიერ მასკერანო: ჩემი კარიერა ორ ნაწილად იყოფა - გვარდიოლამდე და მის შემდეგ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ "ესპანიოლთან" (4:0) ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ ახსნა, თუ რა გავლენა მოახდინა ხოსეპ გვარდიოლამ მის კარიერაზე.

"ჩემი კარიერა ორ ნაწილად იყოფა - გვარდიოლამდე და მის შემდეგ. მან სულ სხვა ფეხბურთელად მაქცია.

რაც შეეხება ლიონელ მესის, მგონი ის ადამიანი არაა. მესი რაღაც სხვა სპორტის სახეობით არის დაკავებული", - თქვა მასკერანომ.

მესიმ "ესპანილოთან" პოკერი შეასრულა

შეგახსენებთ, რომ "ესპანიოლთან" მატჩი ხოსეპ გვარდიოლასთვის "კამპ ნოუზე" ბოლო ჩატარებული შეხვედრაა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ შეხვედრაში საზეიმოდ გააცილეს (იხილეთ სტატია).

მომზადებულია
AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული